saqarTvelos mwvervalebi - bris ZnelaZis mwvervali

 

ბორის ძნელაძის მწვერვალი - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის განშტოების - შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938 წლიდან, როდესაც მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კ. ჯავრიშვილი), ბორის ძნელაძის სახელი ეწოდა.